რკინის ფურცლები

მოთუთიებული და შეღებილი რკინის ფურცლები მიიღება შესაბამისი რკინის რულონების სიგრძეზე დაჭრით. ზედაპირის მოთუთიება მერყეობს 100–130გრ/მ2, ხოლო საღებავის ფენა –50 მიკრონამდე.

მოთუთიებული და შეღებილი რკინის ფურცლების გამოყენების სფერო მეტად ფართოა თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში. ისინი გამოიყენება სახურავების და მისთვის საჭირო წყალსაწრეტი ელემენტების მოსაწყობად, სავენტილაციო არხების მოსაწყობად, რიგ შემთხვევებში ექსტერიერის და ინტერიერის მოსაპირკეთებლად და ა.შ.

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 1000მმ, 1200მმ, 1250მმ სიგანის , 0.25მმ–დან 1მმ–მდე სისქის , როგორც სტანდარტულ სიგრძეებზე (2000მმ და 2500მმ) დაჭრილი, ასევე ნებისმიერი სიგრძის მოთუთიებული და შეღებილი რკინის ფურცლები.